პასკალ მენიე - კანონი უნდა იყოს დაცული წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე
პასკალ მენიე - კანონი უნდა იყოს დაცული წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე აცხადებს, რომ კანონი უნდა იყოს დაცული წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ამის შესახებ ელჩმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

„მთავრობის, ზოგადად, ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ვალდებულება არის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და ქვეყნის კანონი. ეს ვალდებულება მან უნდა დაიცვას. მეორე მხრივ, იმ ადამიანმა, რომელიც სარგებლობს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, გამოხატვის თავისუფლების უფლებით აგრეთვე უნდა დაიცვას შესაბამისი დებულებები, იქნება იქ მოძრაობის ცირკულაციის, ვთქვათ, ტრანსპორტის მოძრაობის თუ სხვა.

სიმართლე გითხრათ, გუშინდელი კადრები მე პირადად არ მინახავს. ცოტა რთულია ამის შესახებ საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია, კანონი დაიცვას და ასევე, უნდა დააცვევინოს კანონი, თუ ის ირღვევა. მაგრამ, კანონი უნდა იყოს დაცული წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი ძალადობისა და გადაჭარბების გარეშე“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

დატოვე კომენტარი