პასკალ მენიე - „ფეიკ ნიუსები“ ამომრჩეველს უფრო მეტად აბნევს
პასკალ მენიე - „ფეიკ ნიუსები“ ამომრჩეველს უფრო მეტად აბნევს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას აცხადებს, რომ „ფეიკ ნიუსები“ ამომრჩეველს უფრო მეტად აბნევს.

„დემოკრატია ზოგადად ძალიან მყიფე მონაპოვარია. ამიტომ, ერთ-ერთი მისი საყრდენი არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ღირსეულად უნდა იყოს დაცული. ყველას ვალია, პატივი ვცეთ ამომრჩევლების არჩევანს, რომელსაც ისინი გააკეთებენ და პოლიტიკოსებმა მაგალითი უნდა მისცენ ამ მხრივ ამომრჩევლებს. მათ ასევე უნდა შეიმუშაონ პროგრამები, რომლებიც იქნება ზუსტი და მიმართული იქითკენ, რა ინტერესებიც აქვს ამომრჩეველს.

„ფეიკ ნიუსები“ ამომრჩეველს უფრო მეტად აბნევს. ამისთვის აუცილებელია, რომ პირველ რიგში, კანდიდატებმა საკუთარი პროგრამები წარუდგინონ ამომრჩეველს და ის გადაწყვეტილებები, ის გზები, რითაც აპირებენ მათი სამომავლო მიზნების შესრულებას.

რაც შეეხება საკითხს, თუ შუა კვირაში ჩატარდება არჩევნები, კვირის რომელიმე სამუშაო დღეს – ეს რასაკვირველია ალბათ განსაზღვრული არის საქართველოს კანონმდებლობით და მე დეტალებში არ ვიცნობ იმ დებულებებს, რომელიც განსაზღვრავს ამ გარემოებას. თუმცა, ხმის მიცემა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა და იმ შემთხვევაში, თუ ასე მოხდა და შუა კვირის რომელიმე დღეს დაინიშნა არჩევნები, დარწმუნებული ვარ, კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები, მათი ხელმძღვანელები საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს, რომ წავიდნენ და ხმა მისცენ, რათა საკუთარი უფლება გამოიყენონ“, – განაცხადა პასკალ მენიემ.