პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდა.
კახა კუკავამ ამომრჩეველს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა იქნება, მიწების მეპატრონეები კი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
„იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს სახელისუფლებო კანდიდატი, მალე იმ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, სადაც ვენახი გაქვთ გაშენებული, პლანის პლანტაციები გაშენდება. ამიტომ 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს”,-განაცახადა კახა კუკავამ.