პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.

ლევან დოლიძის თქმით, ის პარტიაში საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლად განაგრძობს. თბილისის საკრებულოში ლევან დოლიძის ადგილს კი, დავით ფარცვანია დაიკავებს.

„ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს, მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ. ეს არის პირადად ჩემი, გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. ვაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე. დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მუშაობაში“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.