პარტია „ლელომ“ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ხელმძღვანელები დაასახელა
პარტია „ლელომ“ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ხელმძღვანელები დაასახელა

პარტია „ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა.

„ლელომ“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. მამუკა ხაზარაძემ კი, წარადგინა პირები, რომლებიც „მარშალის გეგმის“ მიხედვით, კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას; ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას; გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულებას; ანა ნაცვლიშვილი – იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას; ლევან კობერიძე უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას; ფიქრია ჩიხრაძე – განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას; კახა კოჟორიძე – შინაგან საქმეებსა და სამართალდამცავ სისტემას; ნიკა შურღაია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას; დავით უსუფაშვილი – საგარეო საქმეებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს ოს და აფხაზ და-ძმებთან შერიგების მიმართულებას; მედეა მეტრეველი – კულტურის მიმართულებას.