პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთში“ აცხადებენ, რომ 8 ოქტომბერს ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ
ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთში“ აცხადებენ, რომ 8 ოქტომბერს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ულტრამემარცხენე პარტიის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის ბიურო განიხილავს წინადადებას მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს 104 დეპუტატი აწერს ხელს.
„ემანუელ მაკრონი პასუხისმგებელია პოლიტიკურ ქაოსზე. ის უნდა წავიდეს“, – აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ულტრამემარცხენეების წინა მცდელობა მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით 6 ოქტომბერს მიმართა. ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. ახალ მთავრობას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები მაშინვე დაემუქრნენ უნდობლობის გამოცხადებით.