პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს
პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიიტანეს ბანერი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. აქციის მონაწილეებმა ყველას მოუწოდეს, რომ ბანერზე ფეხით გადაევლოთ.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე საქარველოს ჰიმნი გაისმა. ამ დრომდე გრძელდება გამოსვლები.

აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის მოადგილის, გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი