პარლამენტში ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე მოხდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე იწევდნენ. ვიდეოკამერების ჩართვის შემდეგ, დეპუტატებმა დაპირისპირება შეწყვიტეს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, ინციდენტზე საუბარი არ სურს.