პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის დახურულ სხდომაზე თეა ახვლედიანს უსმენენ
პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის დახურულ სხდომაზე თეა ახვლედიანს უსმენენ

პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს უსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის დახურულ სხდომაზე მიმართავს. ერთ-ერთი განსახილველი თემა ჟენევის მოლაპარაკებებია.

კომისიის ხელმძღვანელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თეა ახვლედიანთან ჟენევის მოლაპარაკებებს იმ რაკურსით განიხილავენ, რაც ეხება პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. კერძოდ, საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად ახდენს ჟენევის პროცესი გავლენას იმ ღონისძიებების ეფექტურობაზე, რაც კანონთა პაკეტით არის გათვალისწინებული.

გია ვოლსკის ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე უფრო ჩაღრმავებული საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, რამდენიმე კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.