პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები იკრიბებიან

18:17, 20.04.2021

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

ამ დროისთვის, პარლამენტში შენობაში უკვე მივიდნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ზილფიმიანი.

პარლამენტის შენობაში იმყოფებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელი უნდა შეხვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ამ დროისთვის, შარლ მიშელი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მასთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი