პარლამენტში შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება [ფოტო]
პარლამენტში შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება [ფოტო]

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შარლ მიშელი ხვდება მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და მმართველი პარტიის წევრების გარდა, შეხვედრაზე იმყოფებიან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ზილფიმიანი, ალეკო ელისაშვილი.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.