ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურახყოფა მიაყენა [ვიდეო]

18:30, 19.04.2019

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. უმრავლესობის წევრის გაღიზიანება გიგა ბოკერიას მიერ უმრავლესობის მისამართი გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა სახალხო დამცველს მიმართა და უთხრა, რომ დღეს უცნაური სპექტაკლი გაიმართება.

„უმრავლესობის ნაწილი მადლობას გადაგიხდით თანამშრომლობისთვის, ნაწილი დაგგმობთ და გკითხავთ, 2012 წლამდე სად იყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ზაზა პაპუაშვილის უცენზურო რეპლიკა გიგა ბოკერიას ამ ფრაზას მოჰყვა.

მსგავსი