პარლამენტმა ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ქალაქ რუსთავში, N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 91 ხმით, ერთხმად დაუჭირა.

დადგენილების შესაბამისი პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

„წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ირაკლი შატაკიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.