პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 77 მომხრე ხმით მიიღო, 23 წინააღმდეგი წავიდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, თუ ვის უნდა შეეხოს და ვის არა ამნისტია. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება. ამასთან, არის დათქმა, რომლის თანახმადაც, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ისეთი კონვენციური დანაშაულები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

დატოვე კომენტარი