პარლამენტის წევრობის კანდიდატები ნარკოლოგიურიდან ცნობას არ წარადგენენ და ამ ცნობის წარდგენა მხოლოდ არჩევის შემთხვევაში მოუწევთ
პარლამენტის წევრობის კანდიდატები ნარკოლოგიურიდან ცნობას არ წარადგენენ და ამ ცნობის წარდგენა მხოლოდ არჩევის შემთხვევაში მოუწევთ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შევიდა, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 79 მომხრე ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების ავტორი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატები გათავისუფლებული არიან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც პირი გახდება პარლამენტის წევრი, მას მოუწევს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა.

„მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მინიმუმამდე დავა ის რისკი, რასაც „კოვიდ-19“-ის გავრცელება ჰქვია და ცვლილებების შედეგად ცხრა ათასამდე ადამიანი რიგებში აღარ დადგება და არ აიღებს ცნობას. ცნობას მხოლოდ მხოლოდ ის პირი აიღებს, ვინც გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი