პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

10:05, 08.06.2022

საქართველოს პარლამენტი ავრცელებს განცხადებას უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ.

„8 ივნისს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე წლიური მოხსენებით წარდგება დეპუტატების წინაშე.

მსგავსი