პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე სამადაშვილს გიორგი რურუას საპატიმროში მონახულება „პისიარ“ ტესტის გაკეთების შემთხვევაში შეუძლია
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე სამადაშვილს გიორგი რურუას საპატიმროში მონახულება „პისიარ“ ტესტის გაკეთების შემთხვევაში შეუძლია

სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად, აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად.

აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს „კოვიდ-19“-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.