პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს.

ოხანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ ყოფილა ამნისტიის მიღება, დაზუსტდა, რომ ამნისტია მოიცავს 19-20-21 ივნისს.

„პირს უფლება ექნება, გაასაჩივროს ამნისტიის აქტი, თუ მიიჩნევს, რომ მასზე გავრცელდა იმ ფორმით, რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ არასწორად იქნა მასზე გავრცელებული. ეს რთული და მტკივნეული დღე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაძლიოს, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.