პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ. შელაპარაკებისა და რეპლიკების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძეს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა ვითარება განიმუხტა და გოცირიძე დარბაზში რჩება.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტისთვის გენერალური პროკურატურის მიმართავს განიხილავენ, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღებას ეხება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.