პარიზში ყვითელჟილეტიანების ​აქციაზე არეულობისას 130-მდე აქტივისტი დააკავეს [ვიდეო]

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაციის დროს კვლავ არეულობა მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი აქტივისტებიდან რამდენიმე ათეულმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით ქვების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს. ვრცელდება ცნობები რამდენიმე დაშავებულის შესახებაც.

არეულობის დროს სამართალდამცველებმა 130-მდე აქტივისტი დააკავეს. საფრანგეთის დედაქალაქში ყვითელჟილეტიანების რიგით 23-ე აქცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზში უსაფრთხოებას 60 ათასი სამართალდამცველი აკონტროლებს.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ვითარების გამოსწორებისთვის შესაბამისი ზომები მიიღო. ამის მიუხედავად, აქტივისტები ყოველ უქმე დღეს დემონსტრაციებს მაინც მართავენ.