პარიზში ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
პარიზში ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

პარიზში, ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთთან სასაუბროდ მას შემდეგ დატოვეს, რაც ნორმანდიულმა ოთხეულმა მოლაპარაკება დაასრულა.

პუტინსა და ზელენსკის შორის პირისპირ დიალოგის დასრულების შემდეგ, ოთხივე ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.