პარიზში, უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პარიზში, უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარიზში უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე 46 000 ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია ცხრა დემონსტრანტი.

აქციის მონაწილეები ფრანგი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკოსის ცემის ფაქტს, ასევე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.