პარიზში მასწავლებლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
პარიზში მასწავლებლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

პარიზში გაფიცულმა მასწავლებლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი საფრანგეთის სახელმწიფო და კერძო სკოლებში სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებენ.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ეს პირველი შემტხვევაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც განათლების სფეროს ყველა პროფკავშირმა დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლების თანამშრომლებს დაგეგმილი რეფორმის გასაპროტესტებლად გაფიცვისკენ მოუწოდა.

საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას საფრანგეთის პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს. აღნიშნული რეფორმის თანახმად, 2019 წელს საფრანგეთის სკოლებში დაგეგმილია 3 600 სამუშაო ადგილის შემცირება.