პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს

13:40, 08.10.2018

პარიზის ერთ-ერთ მეტროსადგურში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცველებს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას რადიოსადგური Europe 1 ავრცელებს.

ინციდენტი ბარბესის მეტროსადგურზე დილის საათებში მოხდა. სამართალდამცველმა დაზიანება შეიარაღებული მამაკაცის დაკავების მცდელობისას მიიღო. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 35 წლის პარიზის მკვიდრია.

 

მსგავსი