პარიზში ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა
პარიზში ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

29 ოქტომბერს იწყება ATP-ის პარიზის მასტერსის ტურნირი, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი თანამემამულე პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება. ის მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს, ნიკოლოზი კი 23-ე ჩოგანია.

ბასილაშვილი და მილმანი როლან გაროსზე წყვილთა თანრიგში ერთად გამოდიოდნენ და ერთმანეთის თამაში კარგად აქვთ შესწავლილი. პირველ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველის მეტოქე მეორე წრეში კევინ ანდერსონი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ვენის ტურნირზეც სამხრეთ აფრიკელს შეხვდა პირველივე წრეში და დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში დამარცხდა.