პარიზში 2024 წლის ოლიმპიადის ემბლემა წარადგინეს (ვიდეო)
2024 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორებმა პარიზში მომავალი ოლიმპიადის ოფიციალური ლოგოს პრეზენტაცია მოაწყვეს.
ემბლემა შესრულებულია ვერცხლისფერ და ოქროსფერ ტონებში და სამი სიმბოლოსგან შედგება: ოლიმპიური ცეცხლი, მედალი და აგრეთვე, მარიანას სახე, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ის ასახავს საფრანგეთის ნაციონალურ დევიზს – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ოლიმპიზმის ისტორიაში, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის საერთო ემბლემა იქნება.
„მედალი, ცეცხლი, მარიანა. პარიზის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის ახალი სახე“, – წერია საორგანიზაციო კომიტეტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
“La médaille, la flamme, Marianne… Tant de valeurs représentées que nous partageons en tant qu’athlètes”
Hâte d’y être !@Paris2024 pic.twitter.com/RTUhjuqNxw— Paty Cédric (@CedricPaty) 21 October 2019