პარიზის ტრიუმფალურ თაღს, რომელიც ყვითელჟილეტიანების აქციაზე დაზიანდა, რესტავრაცია ჩაუტარდა
პარიზის ტრიუმფალურ თაღს, რომელიც ყვითელჟილეტიანების აქციაზე დაზიანდა, რესტავრაცია ჩაუტარდა

პარიზის ტრიუმფალურ თაღს, რომელიც მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს დააზიანეს, 8 მაისს გახსნიან.

თაღი დეკემბერში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს დააზიანეს და მას შემდეგ, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ტრიუმფალური თაღის გახსნის ცერემონია გამარჯვების დღეს გაიმართება.

საფრანგეთის კულტურის მინისტრის თქმით, ტრიუმფალური თაღის რესტავრაციას ერთი მილიონი ევრო დასჭირდა.