პარიზის პროკურორი – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ

16:27, 16.04.2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ, – ეს განცხადება პარიზის პროკურორმა, რემი ეიტზმა გააკეთა. მისი თქმით, მთავარ ვერსიად გამოძიება უბედურ შემთხვევას განიხილავს.

პარიზის პროკურორი ტაძართან დღეს თავად მივიდა და საგამოძიებო სამუშაოებს დაესწრო. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე პროკურატურის 50 თანამშრომელი იმყოფება, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს.

ეიტზის თქმით, ამჟამად გამომძიებლები იმ მუშებს კითხავენ, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

მსგავსი