პარიზის ოლიმპიადის მარათონზე ყველა მსურველი გაირბენს
პარიზის ოლიმპიადის მარათონზე ყველა მსურველი გაირბენს

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, 2024 წლის თამაშების მარათონული გარბენი ღია რეჟიმში ჩატარდება, – წერს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური „ტვიტერი“.

ოლიმპიადის მონაწილეებთან ერთად, იმავე დღეს სტარტზე გავლენ მოყვარულებიც. მათთვის ორგანიზებული იქნება დისტანციის რამდენიმე სხვადასხვა ფორმატი – სურვილიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე.

„პირველად თამაშების ისტორიაში, პარიზი-2024 ჩაატარებს ექსპერიმენტს გულშემატკივრებისთვის და ყველას მისცემს შესაძლებლობას – მონაწილეობა მიიღოს მარათონში, თანაც იმავე დღესა და იმავე პირობებში, რომელშიც ოლიმპიელები იქნებიან. ხელმისაწვდომი იქნება დისტანციის რამდენიმე ფორმატი, რათა ყველამ, სპორტული გამოცდილების შესაბამისად, მიიღოს ოლიმპიურ სტარტში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა“, – წერია განცხადებაში.