პარიზის ოლიმპიადა ერთი კვირით ადრე დაიწყება
პარიზის ოლიმპიადა ერთი კვირით ადრე დაიწყება

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების ჩატარების თარიღი ცნობილი გახდა. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ოლიმპიადა პარიზში 26 ივნისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის თამაშები წინასწარ დათქმულ ვადაზე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

ამგვარი გადაწყვეტილება მიიღეს ყველა ასპექტის შესწავლის შემდეგ – ტრანსპორტი, უსაფრთხოება, მაყურებელთა დასწრების გამოცდილება, ლოჯისტიკა და ა.შ.