პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ღირსებას 11 სპორტსმენი დაიცავს | ძიუდო
პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ღირსებას 11 სპორტსმენი დაიცავს | ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები 9 თებერვლიდან პარიზის დიდი სლემის გათამაშებაზე იასპარეზებენ.

პარიზში წონითი კატეგორიების მიხედვით –

-60 კგ. ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე;
-66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე;
-73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი;
-81 კგ. კობა მჭედლიშვილი;
-100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური;
+100 კგ. ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე;

წინასწარი მონაცემებით, დარეგისტრირებულია 98 ქვეყნის ნაკრები, მათ შორის ყველა წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი. დღეისათვის 609 რეგისტრირებული სპორტსმენიდან 360 ვაჟია, ხოლო 249 გოგონა.

პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნოდარ მეტრეველის დებიუტი შედგება. ამასთან, ძიუდოს ფედერაციაში არსებული კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, გაერთიანებული გუნდი პირველად სწორედ პარიზში იჭიდავებს.