პარიზის გრანდ სლემზე ნოზაძე მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემზე ნოზაძე მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. პარიზის გრანდ სლემზე მედლების მოსაპოვებლად დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა.

შეჯიბრზე პირველი გამარჯვება მოიპოვა 60კგ-ში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ, რომელმაც ავსტრალიელი ჯოშუა კაცი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ტურნირის ამავე ეტაპზე იჭიდავებენ ლაშა შავათუაშვილი (73კგ) და ბაგრატ ნინიაშვილიც (66კგ). მეოთხედფინალის საგზურისთვის ნინიაშვილის მეტოქე წონის პირველი ნომერი, მოლდოველი დენის ვიერუ იქნება, შავადათუაშვილი კი იტალიელ სულის დაუპირისპირდება.

პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზა დებიუტანტმა მარიამ ციხელაშვილმა (57კგ), რომელიც კუბელ ოდელინ გარსიასთან დამარცხდა და ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20 საათზე გაიმართება.