პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-5 თებერვალს პარიზში გასამართ გრანდ სლემზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზებს – საფრანგეთის დედაქალაქში ათი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი (+100 კგ.), მარიამ ციხელაშვილი (57 კგ.), ელისო სისაური (70 კგ.).

პარიზის გრანდ სლემზე 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტია რეგისტრირებული. შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) შეჯიბრის ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველი ტურნირი 27-29 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც გრანპრიზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.