პარიზის გრანდ სლემის შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანი რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემის შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანი რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში საკუთარ წონაში მეცხრე პოზიციიდან მეექვსე ადგილზე გადავიდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ამჟამად 3 674 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

პარიზში მოასპარეზე დანარჩენი ქართველებიდან 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ტურნირამდეც საკუთარი წონისa და მთლიანად საერთო რეიტინგის ლიდერი გახლდათ. გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ქართველს 200 ქულა დაემატა და 6 867 ქულა გაუხდა. გრიგალაშვილი კვლავ ვაჟთა შორის მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერია.

90კგ-ში პარიზში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა. ახლა მას 1 490 ქულა აქვს და 29-ე პოზიციაზეა. 100 კგ-ში კი ონისე სანებლიძეს 1 485 ქულა აქვს და რეიტინგში 25-ეა. შეგახსენებთ, რომ 5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება.