პარიზის გრანდ სლემი | კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი გამოაკლდა #1TVSPORT
პარიზის გრანდ სლემი | კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი გამოაკლდა #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში, 5-6 თებერვალს ძიუდოს მსოფლიო ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი – პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. ამ დროისათვის შეჯიბრებაზე 5 კონტინენტის 54 ქვეყნის მხოლოდ 308 ძიუდოისტია რეგისტრირებული, რაც ტურნირზე მკაცრი კოვიდრეგულაციებითაა გამოწვეული.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით პარიზის გრანდ სლემზე რვა ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, მაგრამ გუშინ ნაკრების ორ წევრს – ბაგრატ ნინიაშვილს და თემურ ნოზაძეს კოვიდი დაუდასტურდათ და ისინი ტურნირს გამოტოვებენ. საფრანგეთში საქართველოს ნაკრების ექვსი წევრი იასპარეზებს

60 კგ. ჯაბა პაპინაშვილი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. ტატო გრიგალაშვილი

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე