პარიზის „გრანდ სლემი“ – 73 კგ. შავდათუაშვილმა რეპეშაჟში მოიგო და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს [ვიდეო]

18:23, 09.02.2019

პარიზში დაწყებულ „გრანდ სლემზე“ დღეს ვაჟთა შორის მედლების სამი კომპლექტი თამაშდება და ქართველი ძიუდოისტები სამივე წონითი კატეგორიის ფინალურ ბლოკში არიან.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაში გადაერთო, სადაც სომხეთის ნაკრების წევრს, ფერდინანდ კარაპეტიანს ვაზა-არით მოუგო და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გორელი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.

შეგახსნებთ, რომ დღესვე ბრინჯაოსთვის ნოდარ მეტრეველის გუნდიდან, თეიმურაზ ნოზაძეც (60 კგ.) იბრძოლებს, რომელიც  ისრაელის წარმომადგენელ დანიელ ბენ დავიდს შეხვდება. 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში კი ვაჟა მარგველაშვილი მოლდოველ დენის ვიერუს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00-იდან დაიწყება.

მსგავსი