პარიზის „გრანდ სლემი“ - 73 კგ. შავდათუაშვილიც მეოთხედფინალშია [ვიდეო]

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ მერვედფინალური შეხვედრები დასრულდა. ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძის (60 კგ.) მსგავსად, ოქორს მედლისთვის ბრძოლას ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ.) აგრძელებს.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მერვედფინალში ბერძენ გეორგიოს აზოდისს აჯობა. ლაშა ორთაბრძოლის შუაში ვაზა-არით დაწინაურდა. ამი შემდეგ კი ტიტულოვან და გამოცდილ გორელ ფალავანს უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია. მეოთხედფინალში შავდათუაშვილის მეტოქე მონღოლი ცენგბაათარ ცენდ-ოჩირი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობდა ლაშა გიუნაშვილიც, რომელიც პირველ წრეში დამარცხდა. რაც შეეხება სხვა წონებს 60 კგ.-ში ასევე მეოთხედფინალშია თეიმურაზ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი კი ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში გადასასვლელად ერთი ქართველი იბრძოლებს 66 კგ.-შიც. ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალშია, ნიკო ჭიკაიძე კი 1/16 ფინალში დამარცხდა.