პარიზის „გრანდ სლემი“ - 73 კგ. შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო [ვიდეო]

პარიზის „ბერსი არენაში“ მიმდინარე წლის პირველ „დიდ მუზარადზე“ მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო და ქართველთაგან ტატამზე, პირველი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მონღოლი ცონგბაათარ ცენდ-ოჩირის დაპირისპირებაში შავდათუაშვილი შიდოთი დაწინურდა. ამის შემდეგ, ორთაბრძოლის დაწყებიდან ზუსტად ორ წუთში მსაჯმა ორივე ძიუდოისტი გაფრთხილა. საბოლოოდ შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა სადაც გამარჯვების მომტანი ვაზა-არი სამწუხაროდ მონღოლმა სპორტსმენმა აიღო, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში არიან თეიმურაზ ნოზაძე (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ). რაც შეეხებათ ჯაბა პაპინაშვილს (60 კგ.), ნიკო ჭიკაიძეს (66 კგ.) და ლაშა გიუნაშვილს (73 კგ.) ისინი ტურნირს შესაბამისად მესამე, მეორე და პირველ წრეში გამოეთიშნენ.