პარიზის „გრანდ სლემი“ - 73 კგ. შავდათუაშვილი მერვედფინალშია, გიუნაშვილი 1/16 ფინალში დამარცხდა [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ - 73 კგ. შავდათუაშვილი მერვედფინალშია, გიუნაშვილი 1/16 ფინალში დამარცხდა [ვიდეო]

პარიზის „ბერსი არენაზე“ მიმდინარე წლის პირველი დიდი მუზარადის ტურნირზე, მერვედფინალისტების ვინაობა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გაირკვა.

ლაშა შავდათუაშვილი წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის ეტაპზე დაისვენა. 1/16 ფინალში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე არაბთა გაერთინებული საამიროების წარმომადგენელი ვიქტორ სცვორტოვი იყო. ლაშამ უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვა და მოწინააღმდეგე შებოჭვაზეც დაიჭირა, თუმცა საკმარისი დროით ვერ შეაჩერა. ამის შემდეგ ძირითად დროში სცვორტოვმა ორი გაფრთხილება მიიღო, დამატებითის პირველი წუთის ამოწურვამდე ხუთი წამით ადრე კი შავდათუაშვიმა ვაზა-არი აიღო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბერძენ გეორგიოს აზოდისს შეხვდება.

ამავე წონაში, ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო ლაშა გიუნაშვილი, რომელიც ალჟირელ ფეტი ნოურინთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

შეგახსნებთ, რომ შავდათუაშვილის გარდა მერვედფინალის საგზურები უკვე ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ), თეიმურაზ ნოზაძემ (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) მოიპოვეს.

დატოვე კომენტარი