პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალშია [ვიდეო]

​პარიზში მიმდინარე „გრანდ სლემზე“ პირველი ქართველი ნახევარფინალისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გახდა.

ევროპის ჩემპიონმა გორელმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში გერმანელი სებასტიან საიდლი დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გდება, ვაჟამ შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე შეასრულა. ამ ვაზა-არამდე სპორტსმენებს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ. დარჩენილ დროში მარგველაშვილმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ახლა ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი, ებრაელ ბარუხ შმაილოვს შეხვდება.

შეგახსნებთ რომ ამავე წონაში ასპარეზობდა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ნიკო ჭიკაიძე. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროსთვის ბრძოლას თეიმურაზ ნოზაძე აგრძელებს, ჯაბა პაპინაშვილი კ ტურნირს მესაემე წრიდან გამოეთიშა.  რაც შეეხება 73 კილოგრამს, აქ პირველივე შეხვედრაში ლაშა გიუნაშვილი დამარცხდა, ლაშა შავდათუაშვილმა კი მეოთხედფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.

დატოვე კომენტარი