პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. მარგველაშვილი მერვედფინალშია, ჭიკაიძე დამარცხდა [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. მარგველაშვილი მერვედფინალშია, ჭიკაიძე დამარცხდა [ვიდეო]

საფრანგეთის დედაქალაქში დაწყებულ წლის პირველ დიდ მუზარადზე, ტატამზე ნოდარ მეტრეველის გუნდიდან პირველები 66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტები გავიდნენ.

ვაჟა მარგველაშვილმა მერვედფინალის საგზური წუთსა და 40 წამში მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი გორელი ფალავანი, რომელიც „ც“ ჯგუფში განთესილი იყო და პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში, მასპინძელთა წარმომადგენელს, კევინ აზემას შეხვდა. მარგველაშვილმა უპირატესობა მალევე მოიპოვა და გამარჯვების მომტანი გდებაც ეფექტურად შეასრულა. მერვედფინალში მარგველაშვილის მეტოქე იტალიელი მატეო მედვესი იქნება.

ამავე წონაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი, ნიკო ჭიკაიძე, რომელიც ტურნირში ასევე მეორე წრიდან ჩაერთო და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. მონღოლმა მუხბაიარ ნერგუიმ ჭიკაიძეს, სტარტიდან ერთ წუთში ვაზა-არი აუღო, აქედან ნახევარ წუთში კი კიდევ ერთი გდება შეასრულა და ვადამდე გაიმარჯვა.

დღესვე მედლები ვაჟთა შორის კიდევ ორ წონით კატეგორიაში (60 კგ. 73 კგ.) თამაშდება და ორივე მათგანში ასევე ორ-ორი ქართველი იწყებს.