პარიზის „გრანდ სლემი“ - 66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალშია [ვიდეო]

პარიზში მიმდინარე „დიდ მუზარადზე“ მერვედფინალური შეხვედრა ვაჟა მარგველაშვილმა გამართა. გორელი ფალავანი იტალილ მატეო მედვესს შეხვდა და ვაზა-არით დაამარცხა.

სტარტიდან ერთ წუთში მარგველაშვილმა ეფექტური გდება შეასრულა, რომელიც მსაჯებმა ვაზა-არით შეაფასეს. დარჩენილ დროში იტალიელმა ერთი, ვაჟამ კი ორი გაფრთხილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა. ნახევარფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლას, ევროპის ჩემპიონი მარგველაშვილი გერმანელ სებასტიან სეიდლთან გამართავს. ამავე წონაში ასპარეზობდა ნიკო ჭიკაიძე, რომელიც 1/16 ფინალში დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა.

შეგახსნებთ, რომ დღეს ვაჟთა შორის მედლები სამ წონით კატეგორიაში თამაშდება. მერვედფინალში არიან ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), თეიმურაზ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.). ნიკო ჭიკაიძეს მსგავსად კი მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად ლაშა გიუნაშვილიც (73 კგ.) გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი