პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. პაპინაშვილიც და ნოზაძეც მერვედფინალში არიან [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. პაპინაშვილიც და ნოზაძეც მერვედფინალში არიან [ვიდეო]

პარიზის „გრანდ სლემზე“ საქართველოს ნაკრებმა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ჯაბა პაპინაშვილი და თეიმურაზ ნოზაძე ასპარეზობდნენ წარმატებული სტარტი აიღო. ტურნირში ორივე მათგანი მეორე წრიდან ჩაერთო და გამარჯვების მოპოვება ორივემ ორთაბრძოლის ბოლო წამებზე მოახერხა.

პაპინაშვილის პირველი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იყო. ჯაბა მეტოქეს ორი შიდოთი ჩამორჩა, მაგრამ დროის ამოწურვამდე 20 წამით ადრე, მან ვაზა-არი აიღო და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. პაპინაშვილის მომდევნო მეტოქე, ყაზახეთის წარმომადგენელი იელდოს სმეტოვი იქნება.

ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ თუმცა თუმცა ესპანელ ფრანცისკო გარიგოსსთან ვაზა-არით აგებდა თეიმურაზ ნოზაძე, მაგრამ საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე ესპანელმა მესამე შიდო მიიღო და გამარჯვებაც ავტომატურად ნოზაძეს ერგო, რომელიც მერვედფინალში მასპინძელ ვინსენ ლიმარს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 60 კგ. წონით კატეგორიაში მერვედფინალის საგზური მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმაც, ნიკო ჭიკაიძე კი 1/16 ფინალში დამარცხდა. რაც შეეხება 73 კილოგრამს, ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა გიუნაშვილი ჯერ ტატამზე არ გამოსულან.