პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. ნოზაძე მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი მერვედფინალში დამარცხდა [ვიდეო]
პარიზის „გრანდ სლემი“ - 60 კგ. ნოზაძე მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი მერვედფინალში დამარცხდა [ვიდეო]

პარიზში მიმდინარე წლის პირველ „გრანდ სლემზე“ მერვედფინალში გასული ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან, ტატამზე სამი უკვე გამოვიდა. მეოთეხდფინალისტების ვინაობა 60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის სპორტსმენებმაც გაარკვიეს, სადაც ნოდარ მეტრეველის გუნდიდან ჯაბა პაპინაშვილი და თეიმურაზ ნოზაძე ასპარეზობდენ.

ნოზაძის მეტოქე ამ ეტაპზე ფრანგი ვინსენ ლიმარი იყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ორივე ძიუდოისტს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდა, მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე კი ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ეკვადორელი ლენინ პრესიადო იქნება.

რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს, მისი და   ყაზახეთის წარმომადგენელი იელდოს სმეტოვის დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა ძიუდოისტმა შეძლო. ძირითადი დროის მიწურულს სმეტოვი ორი შიდოთი დაწინაურდა და შეხვედრა ამ უპირატესობით გააგრძელა. დამატებითი დროის 38-ე წამზე კი ვაბანკზე წასული პაპინაშვილს, მეტოქემ ვაზა-არიც აუღო და ფინალურ ბლოკში მოხვედრის შანსი დაუკარგა.

შეგახსნებთ, რომ დღეს ვაჟთა შორის მედლები სამ წონით კატეგორიაში თამაშდება. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) მეოთხედფინალში, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) კი მერვედფინალშია. ნიკო ჭიკაიძე (66 კგ.) და ლაშა გიუნაშვილი (73 კგ.) კი მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ.