პარიზის „გრანდ სლემი“ - 100 კგ. ლიპარტელიანი კარიერაში მეშვიდე პარიზულ მედალს მიუახლოვდა [ვიდეო]

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლიპარტელიანისა და მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრ იდირის მეოთხედფინალური დაპირისპირება დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯერ შიდოთი დაწინაურდა, შემდეგ კი ვაზა-არიც აიღო და უპირატესობაც ბოლომდე შეინარჩუნა. ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე სამხრეთ კორეელი გუამ ჩო იქნება. ლიპარტელიანი ჩოსთან რევანშის აღებას შეეცდება. გასულ წელს ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, მომავალმა ჩემპიონმა კორეელმა, სწორედ ლიპარტელიანს მოუგო. რევანშის შემთხვევაში ქართველი ძიუოდოისტი კარიერაში მეექვსე პარიზულ მედალს გაინაღდებს.

რაც შეეხება დღეს მოასპარეზე დანარჩენ ოთხ ქართველს, მათ მეოთხედფინალამდე ვერ გააღწიეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარიზის „გრანდ სლემზე“ უკვე სამი მედალი აქვს. ფინალში წააგო და ვერცხლს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ.) და თეიმურაზ ნოზაძეს (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.