პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის 700 მილიონი ევრო უკვე შეგროვებულია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის 700 მილიონი ევრო უკვე შეგროვებულია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის ამ ეტაპზე 700 მილიონი ევროა შეგროვებული.

ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ, ასევე 200 მილიონი ევრო გადარიცხა კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებლის ოჯახმა, 100 მილიონი გადარიცხა ფრანგულმა ნავთობის კომპანიამ „ტოტალმა“. 100 მილიონი გადარიცხა ბიზნესმენმა ფრანსუა ანრი პინომ.
გარდა ამისა, თანხის გადარიცხვის სურვილი გამოთქვა კომპანია ეფლის დირექტორმა ტიმ კუკმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.

ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.