პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლა გადადო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლა გადადო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დღეს დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა გადადო. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტს დღეს მოსახლეობისადმი მიმართვისას ყვითელჟილეტიანების საპასუხოდ ახალი ზომები უნდა გამოეცხადებინა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ადილობრივი დროით დაახლოებით 18:50 საათზე გაჩნდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ტაძრიდან გამომავალი კვამლი და ცეცხლის ალი.

სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ტაძრის ნაწილი ხარაჩოებში იყო მოქცეული. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი სწორედ სარესტავრაციო სამუშაოებია.