პარიზის დიდი სლემი -90 კგ - ღვინიაშვილიც მეოთხედფინალშია
პარიზის დიდი სლემი -90 კგ - ღვინიაშვილიც მეოთხედფინალშია

პარიზის დიდ სლემზე ბექა ღვინაშვილს ისევ წუთ-ნახევარი ეყო გამარჯვებისთვის. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა ფალავანმა ამჯერად სამხრეთ კორეელი ჯეონგ ლი დატოვა უშანსოდ. მან კორეელს ჯერ შიდო მიაღებინა, შემდეგ კი ეფექტური გდება გაუკეთა, რომელიც ტატამის არბიტრმა თავიდან ვაზარით შეაფასა, მაგრამ გვერდითმა მსაჯებმა გადაწყვეტილება მალევე შეაცვლევინეს და იპონიც დაფიქსირდა.

ღვინიაშვილისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე მორე გამარჯვებაა, მეთექვსმეტედფინალში მან აზერბაიჯანელ აბდულა რასელუს ასევე არასრულ ორ წუთში მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში უშანგი მარგიანი ასპარეზობას უკვე გამოეთიშა.