პარიზი 2024-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მარსელიდან დაიწყება #1TVSPORT
პარიზი 2024-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მარსელიდან დაიწყება #1TVSPORT

პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელი გახდება საფრანგეთის პირველი ქალაქი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ ცეცხლს მიიღებს.

ოლიმპიური ცეცხლი ათენიდან ხმელთაშუა ზღვას ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამანძიანი ხომალდით – Le Belem-ით (1896) გადაკვეთს და მარსელის პორტში შევა.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.