„პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში „ბარსელონას“ კუნდე და გარსია ვერ დაეხმარებიან #1TVSPORT
„ბარსელონას“ „ბეტისთან“ გამართული მატჩის (5:2) შემდეგ საკადრო პრობლემები შეექმნა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ტრავმები ერიკ გარსიამ და ჟიულ კუნდემ მიიღეს.
სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ერიკ გარსიას მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთი დაუზიანდა. ესპანელი მცველის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 3-4 კვირა დასჭირდება.
რაც შეეხება ჟიულ კუნდეს, ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა კოჭის დაჭიმულობა დაუდგინდა. ის ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო მადრიდის „რეალთან“ კვირას გასამართ „ელ კლასიკოში“ მისი მონაწილეობა გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ 20 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ხოლო 25 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის „რეალს“ შეხვდება.